„კვარას მაგალითი შთამაგონებს“ - რუბინის იტალიელი ლეგიონერი
„რუბინის“ 25 წლის იტალიელი ფორვარდი ედი სალსედომ „სპორტ ექსპრესთან“ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„აქ ბევრი დიდი ფეხბურთელი თამაშობდა. ერთ-ერთი მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. ანსალდის და ბოკეტის, რომლებიც ასევე იყვნენ ყაზანში, რომლებთანაც გადავკვეთილვარ. სალვატორესთან ერთად „ვერონაში“ ვითამაშე. თუმცა, მას ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს“.
- ხვიჩას მაგალითი ალბათ შთაგაგონებს?
„რა თქმა უნდა, ხვიჩა შთამაგონებს. ვისურვებდი, რომ ყოველდღიურად გავიზარდო. კვარა არავინ იცოდა, როცა ის ახალი ჩასული იყო „ნაპოლიში“, ახლა კი ტოპ-ფეხბურთელი და „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი პრეტენდენტია. ის ძალიან განვითარდა და მან ხომ თავისი გზა სწორედ ყაზანში დაიწყო, ვარსკვლავი აქ გახდა, სანამ ტოპ-ჩემპიონატში წავიდოდა“.
- რას ფიქრობ მის შანსებზე „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში?
„მგონია, რომ კვარას სავსებით შეუძლია გამარჯვება. ის ხომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. ხვიჩა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია „პსჟ“-სთვის. თუმცა ამავდროულად, ის არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ვფიქრობ, თამაშის საშუალება თუ მიეცემოდა, კვარა მუნდიალზე თავს მშვენივრად წარმოაჩენდა“.
- განაცხადა სალსედომ.