ილია თოფურია, რენატო მოიკანო
Aa
Aa

„ილიას ახლა მარტივი ჩხუბი სჭირდება. მე მზად ვარ“ - რენატო მოიკანო

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ბრაზილიელმა მებრძოლმა, რენატო მოიკანომ MMA Fighting-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, ილია თოფურიას დაუპირისპირდეს, ვინაიდან, მისივე აზრით, UFC „ელ მატადორს“ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ „მარტივ“ ჩხუბს ჩაუნიშნავს.

„ილია თოფურიას დაბრუნებისთვის მარტივი ჩხუბი სჭირდება, ხომ ასეა? ეს სიმართლეა. ყველამ ვიცით, როგორ არის UFC მოწყობილი. ან ისინი ილიას და პედი პიმბლეტს გაუშვებენ სასაკლაოზე, ან ილიას მარტივ ჩხუბს მისცემენ, რათა მან თვითრწმენა დაიბრუნოს.

ვფიქრობ, მისი თავდაჯერებულობა შესუსტდა. ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. 6 თვის წინ ვამბობდი, რომ ის შესაძლოა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი იყოს, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ შენი ბოლო ჩხუბის შედეგებით ფასდება. თოფურიას შეუძლია დაბრუნდეს, ნოკაუტით მოიგოს და ისევ დაადგეს გამარჯვებების გზას.

ეს მძიმე ჩხუბი იქნებოდა, იმიტომ რომ ილია გაბრაზებულია. ალბათ, მხეცივით ვარჯიშობს. არ ვიცი, სურთ თუ არა UFC-ში ამ ჩხუბის ორგანიზება. როგორც ჩანს, ილია ჭკვიანია და თავის შეცდომას გაკვეთილად აქცევს. რა იყო მისი შეცდომა? მას ეგონა, რომ დაანოკაუტებდა მეტოქეს, რომლის დანოკაუტებაც რთულია. ერთია ამის თქმა, ხოლო ოქტაგონში შესვლა და ამის გაკეთება სულ სხვა საქმეა. გეიჯის დანოკაუტება ძალიან რთულია. ილია უბრალოდ დაამცირეს - მარცხი UFC-ის ყველაზე გრანდიოზულ ღონისძიებაზე, თეთრ სახლში. ჯასტინი ლეგენდარული მებრძოლი გახდა, რაც დიდწილად ილიას ქედმაღლობით არის გამოწვეული“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში დაკარგა. რაც შეეხება მოიკანოს, ისლამ მახაჩევთან და ბენეილ დარიუშთან წაგებების შემდეგ ბრაზილიელმა მიმდინარე წლის აპრილში კრის დანკანი დააფინიშა და კარიერიაში 21-ე გამარჯვება იზეიმა (7 მარცხი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსმანი ილიაზე მაღლა? სიგიჟეა“ | MMA-ის ფანები ESPN-ს მწვავედ აკრიტიკებენ
„უსმანი ილიაზე მაღლა? სიგიჟეა“ | MMA-ის ფანები ESPN-ს მწვავედ აკრიტიკებენ