30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლები | რომელზეა ილია ESPN-ის რეიტინგში
ESPN-მა 30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლების რეიტინგი შეადგინა. ავტორიტეტული გამოცემა ამ რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. შარშან პირველ ადგილს ილია თოფურია იკავებდა, წლეულს კი მესამე პოზიციაზეა.
„ილია თოფურია 2026 წელს UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის სტატუსით შეხვდა. ის ჩვენს შარშანდელ რეიტინგში ყველაზე მაღალ პოზიციას იკავებდა და UFC-ის Pound-for-pound რეიტინგშიც პირველი იყო.
თოფურიამ საჩემპიონო ქამრის დაცვის შანსი თეთრ სახლში მიიღო და 14 ივნისს ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა მას კარიერის პირველი მარცხი აგემა და აიძულა, ოთხი რაუნდის შემდეგ სკამზე დანებებულიყო. წაგების მიუხედავად, თოფურია MMA-ის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მებრძოლად რჩება“, — წერია სტატიაში.
ESPN-ის მიხედვით, 30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლი UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ჯოშუა ვენია. მეორე ადგილზე PFL-ის ყოფილი ჩემპიონი, უსმან ნურმაგომედოვი იმყოფება, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია. მეოთხე ადგილს მაიკლ მორალესი იკავებს, ხოლო მეხუთეზე დაკოტა დიტჩევაა.
რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, მეექვსე ადგილზე სონგ იადონგს ვხედავთ, რომელმაც ახლახან უმარ ნურმაგომედოვი დაანოკაუტა. მეშვიდეზე ჯოშ ჰოკიტი იმყოფება, მერვეზე — იან მაჩადო გარი, მეცხრეზე — ნატალია სილვა, ხოლო მეათეზე — ქუილან სალკილდი.