„UFC-ისთვის ოქროს კვერცხები მოაქვს“ | უსმანი საუბრობს თუ რატომ არ იმართება ილია VS არმანი
უსმან ნურმაგომედოვმა, რომელიც PFL-ის ყოფილი ჩემპიონია და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, UFC-ის მებრძოლებზე ისაუბრა. ნურმაგომედოვს ილია თოფურია უყურადღებოდ არ დაუტოვებია და განაცხადა, რომ ორგანიზაციასაც კი არ სჯერა, რომ „ელ მატადორს“ არმან ცარუკიანის დამარცხება შეუძლია.
„როგორ მომწონს უსმან ნურმაგომედოვისა და არმან ცარუკიანის ჩხუბი UFC-ში? ამის გაკეთება შეუძლიათ, რადგან ჩემ გარდა ვისთან უნდა იჩხუბოს არმანმა? ვინ დარჩა? პიმბლეტი? არა. თოფურია? არა. თოფურია რეალური ვარიანტი რომ იყოს, მისი და ცარუკიანის ორთაბრძოლა დიდი ხნის წინ გაიმართებოდა.
UFC 30 პროცენტით მაინც რომ იყოს დარწმუნებული, რომ ილია ცარუკიანს დაამარცხებს, ამ ჩხუბს დანიშნავდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თოფურიას მათთვის ოქროს კვერცხები მოაქვს (აქცენტია ორგანიზაციისთვის დიდი ფულის მოტანაზე), მას უფრთხილდებიან. პიმბლეტიც მათი ფავორიტია და ფანებსაც უყვართ, თუმცა გეიჯიმ სახე მასაც გაულამაზა“.
ცნობისთვის, უსმანს კარიერაში 23 ორთაბრძოლა აქვს გამართული და ყველა მოიგო, თუმცა ერთი ჩხუბის შედეგი მის სისხლში აკრძალული პრეპარატების აღმოჩენის გამო გაუქმდა. ნურმაგომედოვი PFL-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს, UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს კი პუბლიკა სთხოვს, უსმანი თავის ორგანიზაციაში გაიფორმოს.