„დემბელე, რუისი და კვარა“ | გალტიემ ოქროს ბურთის ფავორიტები დაასახელა
„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ილაპარაკა. გალტიემ სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, „ოქროს ბურთის“ მოგებას იმსახურებენ და ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაა.
„ოქროს ბურთი? თუ მოგებული ტიტულების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ ფაბიან რუისი აუცილებლად უნდა ვახსენოთ. თუ ჩატარებული მატჩების დონის მიხედვით ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, უსმან დემბელე უნდა გამოვარჩიოთ. ხვიჩა კვარაცხელიამაც ძალიან კარგად ითამაშა.
ჩემი აზრით, ამ სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთმა ოქროს ბურთი უნდა მოიგოს და ნებისმიერი მათგანის წარმატება გამიხარდება. ბედნიერი ვიქნები იმ შემთხვევაშიც, თუ ოქროს ბურთის გამარჯვებული ფრანგი გახდება“.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობას 26 ოქტომბერს გავიგებთ. ცერემონია ლონდონში გაიმართება და უცხოური გამოცემები მთავარ ფავორიტებად კილიან მბაპეს, ჰარი კეინსა და ლამინ იამალს მოიაზრებენ.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი Goal-ის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მეშვიდე პოზიციას იკავებს. Givemesport-ის 20-მოთამაშიან სიაში კი „კვარა“ მე-10 ადგილზეა.