„მომწონს, რომ ფავორიტი არ ვარ“ - დვალიშვილი იანისთვის ემზადება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა პოდკასტ Main Event-ში პიოტრ იანთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და მოქმედ ჩემპიონთან წინა ორი დაპირისპირება გაიხსენა.
„როდესაც იანს პირველად ვეჩხუბებოდი, ის მძულდა - ეს ჩემთვის პირადული იყო. უპატივცემულოდ მოგვექცა მე და ჩემს მეგობარს, ალჯამეინ სტერლინგს, ამიტომ უნდა მეცემა.
მეორე ბრძოლისას უკვე თავს მშვიდად ვგრძნობდი, როგორც მორიგი ჩხუბისთვის, ისე ვემზადებოდი და ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყო. უფრო კარგი სამოქმედო გეგმა უნდა შემერჩია.
იანი ძალიან სახიფათო მეტოქეა. ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მეორე ჩხუბში არ ვიმოქმედე ისე, როგორც უნდა მემოქმედა. ახლა უფრო ჭკვიანურად ვემზადები და ვნახოთ, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი. მომწონს, რომ ფავორიტი არ ვარ. მიყვარს, როდესაც ჩემში ეჭვი ეპარებათ, შემდეგ კი ყველას საპირისპიროს ვუმტკიცებ. ეს ზეწოლა მომწონს - ყოველთვის ასე ვიყავი. ჩემი არავის სჯეროდა, მაგრამ შემდეგ რეკორდები დავამყარე“.
შეგახსენებთ, რომ იანი-დვალიშვილის საჩემპიონო ჩხუბი 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.