ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ეს კარგად აღწერს, რა ნაგავიცაა“ | პედი პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა Kolos MMA-სთან ილია თოფურიაზე ისაუბრა. ლივერპულელი მებრძოლი „ელ მატადორის“ მიერ ჯასტინ გეიჯის ხელთათმანებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას თოფურიაზე უკეთესი გასამართლებელი მიზეზები აქვს.

„ნებისმიერ მეტოქესთან ჩხუბისთვის მზად ვარ. უარს არასდროს ვამბობ და თუ არმანს შემომთავაზებენ, ვეჩხუბები. თუ ილიას შემომთავაზებენ — ვეჩხუბები. სულერთია, ვინ იქნება, ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ.

ამ მომენტისთვის ორთაბრძოლა ჩანიშნული არ მაქვს და ილიასთან სიამოვნებით ვიჩხუბებ. მაგრად ვცემ და ქვემსუბუქ წონაში დავაბრუნებ. მე და თოფურია The Ultimate Fighter-ის შოუში შესანიშნავი კანდიდატურები ვიქნებოდით. მას მთელი შოუს მიმდინარეობისას წყობიდან გამოვიყვანდი და უფრო სწრაფად დავაფინიშებდი, ვიდრე მაკგრეგორმა ალდო (13 წამი) დაანოკაუტა.

ჯასტინ გეიჯის ხელთათმანები? ილია სისულელეებს ამბობს და თავის გამართლებას ცდილობს. სამართლიანად დამარცხდა. მე უფრო შემიძლია თავი გავიმართლო, რადგან თვალში თითი მომხვდა და წელსქვემოთაც მომარტყეს, მაგრამ მსგავსი რაღაცები არ მიყვარს. ვთქვი, რომ უკეთესმა გაიმარჯვა და ეს განგების ნება იყო. განგებას სურდა, გეიჯის დავემარცხებინე და შემდეგ მას თეთრ სახლში გაემარჯვა. ილია ცდილობს, ჯასტინს ეს წაართვას, რაც კარგად აღწერს, რა ნაგავიცაა.

თოფურია, გეიჯი თუ არმანი, ვინ მინდა მომდევნო იყოს? ჩემი მიზანი საჩემპიონო ქამრის მოპოვებაა, მაგრამ სატიტულო ჩხუბი თუ არ იქნება, ილიას ავირჩევ და მინდა, მაგრად ვცემო. თოფურია კარგი მებრძოლია და პატივს ვცემ. აი, რაც შეეხება არმანს, მის მიმართ არანაირი პატივისცემა არ მაქვს“.

შეგახსენებთ, ილიამ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გვაუწყა, რომ ვარჯიში განაახლა. „ელ მატადორის“ დაბრუნების სავარაუდო თარიღი წლის ბოლო ან 2027 წლის იანვარ-თებერვალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ENBL | კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დუბრავასთან დამარცხდა
ENBL | კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დუბრავასთან დამარცხდა