ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი | ალ-ხელაიფიმ კვარა, დემბელე და ფაბიანი გამოარჩია
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. პარიზული გრანდის პირველმა პირმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც „ოქროს ბურთს“ იმსახურებენ და, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია მათ შორის მოხვდა.
„ოქროს ბურთი ვინ უნდა მოიგოს? სხვა კლუბებთან პრობლემებს შემიქმნით. კილიან მბაპესა და ლამინ იამალის მსგავს ფეხბურთელებს უდიდეს პატივს ვცემ. ისინი გამორჩეული მოთამაშეები არიან. კილიანს ძალიან კარგად ვიცნობ — ის საოცარი, უაღრესად ნიჭიერი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
თუმცა, ჩემს ერთ-ერთ მოთამაშეს ავირჩევდი. სამი ვარიანტი გვყავს: დემბელე, კვარა და ფაბიან რუისი. ფაბიანი ერთადერთია, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო. ვფიქრობ, დემბელე, კვარა და ფაბიანი „ოქროს ბურთს“ იმსახურებენ, რადგან მათ ყველაფერი მოიგეს. შესანიშნავად ითამაშეს და ფანტასტიურები იყვნენ“.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში გაიმართება. პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებულის ვინაობას 26 ოქტომბერს გავიგებთ. მანამდე კი უცხოურ პრესაში გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტის მოსაზრება გავრცელდა, რომელიც აცხადებს, რომ წლევანდელი დაჯილდოება უაღრესად დაძაბულია და არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს.