რაულის წარუმატებელი დებიუტი - რეალ ოვიედო ჟირონასთან დამარცხდა
მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა რაულ გონსალეს ბლანსკო ახლა, რომ სამწვრთნელო საქმიანობით არის დაკავებული, გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ.
ბლანკოსის ყოფილი კაპიტანი კასტილიის დატოვების შემდეგ, რეალ ოვიედოს ჩაუდგა სათავეში, სადაც გუშინ დებიუტი ჰქონდა.
სამწუხაროდ, პირველი მატჩი მისთვის უიღბლო გამოდგა. ოვიედო საკუთარ კედლებში, ჟირონასთან 1:2 დამარცხდა.
მატჩი საკმაოდ თანაბარი გამოდგა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 90 წუთის ამოწურვის შემდეგ, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 50/50-ზე იყო.
ჟირონამ 3 დიდი შანსი შექმნა, რეალ ოვიედომ კი 2. მეტიც, ორივე გუნდმა კარში ზუსტად 5-ჯერ დაარტყა. კუთხურებშიც აბსოლუტური თანაფარდობდა - 6/6.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ანგარიში 47-ე წუთზე რაულის გუნდმა გახსნა. თავი რეინამ გამოიჩინა. 59-ე წუთზე წონასწორობა აღდგა, ხოლო 64-ე წუთზე ჟირონა წინ გავიდა. მატჩი, როგორც უკვე მოგახსენეთ 1:2 დასრულდა.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, რეალ ოვიედოს 21 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება. ლა ლიგაში გადამსვლელ საპლეიოფო ზონამდე კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს, თუმცა მე-6 და მე-7 ადგილზე მყოფ ეიბარს და გრანადას 23-23 ქულა და ოვიედოზე 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. შემდეგ ტურში, რაულ გონსალესის გუნდი კორდობას ესტუმრება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს