ვალენტინა შევჩენკო
Aa
Aa

სილვას გამარჯვება და შევჩენკოს მიმართვა | UFC 332-ზე ნოკაუტების რეკორდი დამყარდა

UFC 332-ზე სოლტ-ლეიკ-სიტიში მთავარი მოვლენა ნატალია სილვასა და ვანგ კონგის ორთაბრძოლა იყო, სილვამ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა (48-47, 48-47, 49-46) და უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.

ვალენტინა შევჩენკომ ტრავმის გამო ქამარი დათმო და ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლა აღნიშნულ მებრძოლებს შორის გაიმართა.

ვალენტინამ X-ში ნატალია სილვას გამარჯვება მიულოცა: „ნატალია, აბსოლუტურად დამსახურებულად! გილოცავ! სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ UFC-ის ჩემპიონის ქამარი ახლა ისეთ ღირსეულ მებრძოლთანაა, როგორიც შენ ხარ! მაგრამ ზედმეტად კომფორტულად ნუ იგრძნობ თავს - თბილად შეინახე, მალე ჩემი ქამრისთვის ვბრუნდები!“

UFC 332-ზე ნოკაუტების რაოდენობით ორგანიზაციის რეკორდი დამყარდა. 14 ბრძოლიდან 11 ნოკაუტით დასრულდა, მათგან რვა – პირველ რაუნდში. წინა რეკორდი 2025 წლის 6 სექტემბერს დაფიქსირდა, პარიზში 13-დან 9 ბრძოლაში ნოკაუტი იყო.

UFC 332-ზე ვადამდე დასრულებული ბრძოლების რეკორდი ვერ მოიხსნა, რეკორდი 2026 წლის 1 აგვისტოს ბელგრადში გამართულ UFC Fight Night-ის ტურნირზე დამყარდა, სადაც 14 ბრძოლიდან 12 ვადამდე დასრულდა (რვა ნოკაუტი, ოთხი მახრჩობელა ილეთი). მაშინ 12 ბრძოლიდან 10 პირველ რაუნდშივე მორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები