კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟე ჟეზუსი, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

A Bola: ნაკრებიდან წასვლის გამო რონალდუს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

41 წლის რონალდუმ პორტუგალიის ნაკრები ჟორჟე ჟესუსთან (მთავარი მწვრთნელი) კონფლიქტის გამო დატოვა. ეს სკანდალი ჯერ არ დასრულებულა, არაფერი გარკვეულა და უკვე ვრცელდება არანაკლებ ხმაურიანი სიახლე, რომელიც კრიშტიანუს შესაძლო დასჯას ეხება.

გავლენიანი პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ცნობით, რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებიდან თვითნებური წასვლის გამო შეიძლება 6 თვემდე ვადით დისკვალიფიკაცია მიიღოს.

როგორც წყარო იუწყება, კრიშტიანუს მიმართ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო რეგლამენტის 160-ე მუხლის საფუძველზე დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო.

ამ დებულების თანახმად, მოთამაშე, „რომელიც რეგულარულად არის გამოძახებული ნაკრებში და საპატიო მიზეზის გარეშე ტოვებს ეროვნული გუნდის ვარჯიშს, მატჩს ან ღონისძიებას, ისჯება დისკვალიფიკაციით 1-დან 6 თვემდე ვადით, ხოლო დამატებით, თუ ის პროფესიონალი ფეხბურთელია, ჯარიმდება 510-დან 1020 ევრომდე ოდენობით“.

A BOLA-სთან კონსულტაციაში მყოფი იურისტი ხსნის, რომ სანქცია პრაქტიკულად გარდაუვალია.

„ვერ ვხედავ გზას, რომლითაც ის სანქციას თავს აარიდებს. გამოუცხადებლობა ან მიტოვება იწვევს მოთამაშის ავტომატურ პრევენციულ დისკვალიფიკაციას.

შემდეგ მოდის პროცესი, რომელიც ფედერაციის სადისციპლინო საბჭომ უნდა წამოიწყოს და რომლისთვისაც, სათანადო პროცედურის პრინციპის დაცვით, კრიშტიანუს შეატყობინებენ, რათა მან თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ამის შემდეგ კი გვექნება გადაწყვეტილება, რომელიც, მჯერა, საკმაოდ სწრაფი იქნება“.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ დასრულდება ეს სკანდალური საქმე. უკან დახევას არც რონალდუ აპირებს და არც ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები