მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„პიოტრის გამარჯვებას ვვარაუდობ“ | უელმეიკერი დვალიშვილისა და იანის ჩხუბზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მალკოლმ უელმეიკერმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაზე პროგნოზი გააკეთა. უელმეიკერმა იანის გამარჯვება ივარაუდა და საკუთარი პროგნოზის გამამყარებელი არგუმენტები მოიყვანა.

„იმის გათვალისწინებით, რაც იანისა და დვალიშვილის ბოლო ორთაბრძოლაში ვნახეთ, პიოტრის წინააღმდეგ წასვლა ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ, მის გამარჯვებას ვივარაუდებ. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, მერაბმა რა გადაიტანა.

დვალიშვილმა მოსამზადებელი კემპისას ცხვირი გაიტეხა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. სიმართლე გითხრათ, იანის წინააღმდეგ ფსონის დადება ძალიან მიჭირს და ვივარაუდებ, რომ პიოტრი საჩემპიონო ქამარს შეინარჩუნებს“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის ტრილოგიას 24 ოქტომბერს ვიხილავთ. მათი ჩხუბი აბუ-დაბიში გასამართი UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა. ღონისძიების მთავარი ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევის დაპირისპირება გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლომინაძე და გაგუა სამატჩო განაცხადში | სვანაძემ 23 მოთამაშე დაასახელა
ლომინაძე და გაგუა სამატჩო განაცხადში | სვანაძემ 23 მოთამაშე დაასახელა