კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„მათ მტკიცე ურთიერთობა აქვთ“ | პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რონალდუზე

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პედრუ პროენკამ კრიშტიანუ რონალდუს გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. პროენკამ განაცხადა, რომ კრიშტიანუ ნაკრებში უნდა დაბრუნდეს და იმედი აქვს, ეს ნოემბრის ფანჯრისას მოხდება.

„პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია სიტუაციებს შიდა სამზარეულოში აგვარებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჟორჟე ჟეზუშსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის ძალიან მტკიცე ურთიერთობა არსებობს. ასე რომ არ იყოს, შესაძლოა რონალდუს ჩვენი ეროვნული ნაკრები უკვე დაეტოვებინა.

ყველაფერი, რაც მომდევნო დღეებში მოხდება, მშვიდი გარემოს, დიალოგისა და მსჯელობის პერიოდში იქნება. ჩვენი სურვილია, რომ ნოემბერში ყველანი ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდეთ.“

ცნობისთვის, ჟეზუშსა და რონალდუს შორის ურთიერთობა ნორვეგიასთან სტუმრად გამართული მატჩის შემდეგ დაიძაბა. „სელესაოს“ თავკაცი კრიშტიანუს სათამაშო დროს დაპირდა და შეხვედრის მიმდინარეობისას გასახურებლად გაგზავნა, მაგრამ ცვლილებაზე არ შეიყვანა, რამაც ფეხბურთელის განრისხება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსმენია, რომ ეს პრობლემაა“ | ემელიანენკოს რჩევა იანს მერაბთან ჩხუბის წინ
„მსმენია, რომ ეს პრობლემაა“ | ემელიანენკოს რჩევა იანს მერაბთან ჩხუბის წინ