“ბედნიერები არ ვართ“ - დე ლა ფუენტე ჩეხეთთან მატჩის შემდეგ
ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგაზე ჩეხეთს უმასპინძლა და ისიც უშანსოდ 3:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა.
დე ლა ფუენტე:
„პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო. მეორე ნახევარში ცვლილებებმა ვერ გვიშველა და ტემპის შენარჩუნება ვეღარ შევძელით. ამ კალენდრის პირობებში დატვირთვა ძალიან დიდია. სიმწვავე დავკარგეთ. ბედნიერები არ ვართ, რადგან იყო მომენტები, როდესაც ძალიან გვიჭირდა და ასეთ რამეს მიჩვეული არ ვართ.
რთულია შედეგსა და ფეხბურთელების ჯანმრთელობას შორის ბალანსის შენარჩუნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მატჩები უნდა მოვიგოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა. იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი ტრავმა აღარ იქნება. დარწმუნებული ვარ, სამშაბათამდე ზოგიერთი ფეხბურთელი დაღლილობას უფრო მეტად იგრძნობს. იგივე დაემართებათ მეტოქეებსაც.
ჩვენს სათამაშო გეგმაში როდრის პოზიცია ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება, მაგრამ როდესაც თავდაჯერებულია, ეს საშუალებას აძლევს, უფრო თავისუფლად ითამაშოს. მეტი თავისუფლების პირობებში ის საჯარიმო მოედანშიც შედის.
იამალის პროგრესი ყოველდღიური რეალობაა. როდესაც მან გაიტანა, გაოცებისგან კი არა, აღფრთოვანებისგან თავზე ხელები შემოვიხვიე. ესპანეთის ნაკრებიდან მხოლოდ მე რომ ვყოფილიყავი ოქროს ბურთის ნომინანტი, ვიტყოდი, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფს 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.
შემდეგ ტურში, ფურია როხა ხორვატიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 6 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.