ჰარი კეინი, ტომას ტუხელი, ბუკაიო საკა, ჯუდ ბელინგემი, ინგლისის საფეხბურთო ნაკრები, ენტონი გორდონი
Aa
Aa

„პირველიდან ბოლო წუთამდე უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ“ - ტუხელი

ერთა ლიგის მორიგ ტურში ინგლისის ნაკრებმა სტუმრად ხორვატია 7:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ „სამი ლომის“ თავკაცმა, ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა პირველიდან ბოლო წუთამდე უმაღლეს დონეზე ითამაშა.

„როცა ანგარიში 3:0 იყო, დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში ბურთს მარტივად ვკარგავდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ფეხბურთელმა 90 წუთი უმაღლეს დონეზეჩაატარა. პირველიდან ბოლო წუთამდე ყველამ - ძირითადის ფეხბურთელებმა და ცვლილებაზე შესულებმაც - უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა. 

გასვლითი მატჩის ასე მოგება ნამდვილად შთამბეჭდავია. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, ძალიან ლაღად და დალაგებულად ვთამაშობდით. მთელი მატჩის განმავლობაში მაღალ ტემპს ვინარჩუნებდით და თავისუფალი ზონების მოძებნას ვახერხებდით, საგოლე მომენტებს ეფექტურად ვიყენებდით, კონტრპრესინგშიც კარგად გამოვიყურებოდით. ბიჭების ასეთი განწყობა ძალიან მომწონს“.

ცნობისთვის, ანგარიში მერვე წუთზე ჰარი კეინმა გახსნა, რასაც პირველ ტაიმში ჯუდ ბელინგემის, ენტონი გორდონისა და ბუკაიო საკას გოლები მოჰყვა. მეორე ტაიმში კეინმა და საკამ დუბლები გაიფორმეს, 87-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში მორგან როჯერსმა დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რობერტსონი: “სიტის ფეხბურთელებს ტიტულები არ უნდა ჩამოართვან“
რობერტსონი: “სიტის ფეხბურთელებს ტიტულები არ უნდა ჩამოართვან“