კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟე ჟეზუსი
Aa
Aa

A Bola: ჟეზუსი მზადაა, რონალდუს შეხვდეს - კრიშტიანუს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუსი მზადაა, კონფლიქტის დასარეგულირებლად კრიშტიანუ რონალდუს შეხვდეს. ამის შესახებ ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A Bola იტყობინება.

მისი ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FPF) ჟეზუსისგან თანხმობა მიიღო და ახლა რონალდუს პასუხს ელოდება. FPF-ს ფეხბურთელსა და ნაკრებს შორის ურთიერთობების საბოლოო გაწყვეტა არ სურს - ისინი 41 წლის ფორვარდის გარემოცვასთან კონტაქტებს ინარჩუნებენ. შეხვედრის გამართვა ნეიტრალურ ტერიტორიაზე იგეგმება.

„ჟეზუსი კვლავ ძველ პოზიციაზე რჩება და მიიჩნევს, რომ ნორვეგიასთან მატჩში რონალდუს სათადარიგოთა სკამზე დატოვება სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა 72 წლის სპეციალისტი ასევე ხვდება, რომ ნაკრების გარშემო არსებული დაძაბულობა გუნდის შედეგებზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს“, - წერს გამოცემა.

რონალდუს შექმნილ სიტუაციაზე საჯაროდ ჯერ არ უსაუბრია. A Bola-ს ცნობით, კრიშტიანუ ახლა მადრიდში იმყოფება და მოვლენების შემდგომი განვითარება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

ცნობისთვის, რონალდუსა და ჟეზუსს შორის ურთიერთობები პორტუგალიისა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის შემდეგ დაიძაბა. ჟეზუსმა რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და არც ცვლილებაზე შეიყვანა. პორტუგალიური პრესის მიხედვით, მწვრთნელი კრიშტიანუს სათამაშო დროს დაპირდა და სიტყვა არ შეასრულა, რამაც ფეხურთელის განრისხება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქეები უფრო სცემენ პატივს, ვიდრე პორტუგალიელები“ | რონალდუმ მელოს მიმართვა მოიწონა
„მეტოქეები უფრო სცემენ პატივს, ვიდრე პორტუგალიელები“ | რონალდუმ მელოს მიმართვა მოიწონა