ოთარ თანზილოვი
Aa
Aa

„კარგი სტრაიკერი და ძლიერი მეტოქეა“ | უელმეიკერს თანზილოვის დანოკაუტება სურს

ოთარ თანზილოვის მომდევნო მეტოქემ, მალკოლმ უელმეიკერმა UFC-ში მოახლოებულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. ამერიკელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ თანზილოვის დანოკაუტება სურს.

„თანზილოვთან ჩხუბი პირველი შემოთავაზება იყო, რომელიც მივიღე და როგორც იცით, უარს არასდროს არავისთან ბრძოლაზე ვამბობ. ოთარი ჩემთან ჩხუბს ატლანტაშიც დათანხმდა (15 ივნისი), მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ტრავმა მიიღო და უარის თქმა მოუწია, რის გამოც კრის მუტინიოს შევხვდი.

თანზილოვის მადლიერი ვარ, რადგან მოკლე ვადაში ჩემთან ჩხუბზე თანხმობა თქვა და მიხარია, რომ კიდევ ერთი შანსი მიიღო. UFC-ში მარტივი ბრძოლა არ არსებობს და ის ძლიერი მეტოქეა.

ვფიქრობ, სტილისტურად ის ჩემთვის ხელსაყრელი ოპონენტია. თანზილოვი საინტერესო სტრაიკერია, რომელიც დისტანციაზე ჩხუბობს. დისტანციიდან კარგი რაღაცების გაკეთება შეუძლია, მაგრამ შედარებით ახლო მანძილიდან ჩხუბში მასზე უკეთესი ვარ. თუ ბრძოლა დგომში წარიმართა, ჩემი შანსები, რომ ნოკაუტი ვიპოვო, ძალიან მომწონს.

გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ მისი დანოკაუტება მინდა. ნოკაუტი თავისით უნდა მოვიდეს — ძალის დატანებითა და იძულებით მას ვერ იპოვი. მეტოქის დანოკაუტება მაღალი საბრძოლო ინტელექტის დახმარებით ხდება და ამ ბრძოლას სწორედ ასეთი მიდგომით ვხვდები“.

ცნობისთვის, უელმეიკერისა და თანზილოვის დაპირისპირება 11 ოქტომბერს გაიმართება. მალკოლმის ანგარიშზე 10 მოგება და 2 წაგებაა. ქართველი მებრძოლიც ამ ჩხუბს ზუსტად ამავე რეკორდით ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნგრეთი - საქართველო | ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
უნგრეთი - საქართველო | ეროვნული ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა