გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 3 წუთი და 3 ქულა - ტენერიფემ ტელეკომი დაამარცხა

საკალათბურთო ევრო თასზე ლაგუნა ტენერიფემ თურქ ტელეკომს უმასპინძლა და 82:75 დაამარცხა.

გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, რომელმაც ტრავმის გამო საკმაოდ დიდი ხანი გამოტოვა.

რა თქმა უნდა, ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო მიეცა, თუმცა საკმაოდ ცოტა.

შერმადინმა პარკეტზე 3 წუთი და 6 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში 37 წლის ცენტრმა 3 ქულას მოუყარა თავი.

ესპანურ კლუბს ამერიკელმა ვინს ჰანთერმა ულიდერა, რომელმაც არასრულ 18 წუთში 14 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

ცნობისთვის, ლაგუნა ტენერიფე შემდეგ მატჩს ლიგა ენდესაში, 3 ოქტომბერს სტუმრად უნიკახას წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაკავშირებლის როლი | ლეიკერსის მწვრთნელმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
დამაკავშირებლის როლი | ლეიკერსის მწვრთნელმა მამუკელაშვილზე ისაუბრა