„მეგონა კალათბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი“ - შერმადინი რეაბილიტაციის პერიოდზე
„ლა ლაგუნა ტენერიფეს“ მოთამაშემ, გიორგი შერმადინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს, კალათბურთში თავისი მომავლის გამო შიშობდა.
ქართველმა ცენტრმა პარასკევს აღნიშნა, რომ „კარგადაა, მზადაა და არანაირი პრობლემა არ აქვს“, რათა გუნდთან ერთად ასპარეზობას დაუბრუნდეს გულის არითმიის შემდეგ, რის გამოც გასული მაისიდან დროებით უქმად ყოფნა მოუწია.
შერმადინმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ წინასასეზონო მზადება 10 აგვისტოს დაიწყო და მას შემდეგ არაფერი უგრძვნია ისეთი, რაც შეაშფოთებდა, ამიტომ დარწმუნებულია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ასე გაგრძელდება. მან განაცხადა, რომ იდეალურ ფორმაშია იმისთვის, რომ შეჯიბრს დაუბრუნდეს და გუნდს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს, თუმცა გუნდის წარმატება მის პირად შედეგებზე მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია, თუ როგორ იწყება სეზონები,“ - კომენტარი გააკეთა მან და დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „რაც შეიძლება მეტი მოიგონ“, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „კარგად“ დაწყება.
შერმადინი კალათბურთში თავისი მომავლის გამო შიშობდა:
შერმადინმა აღიარა, რომ ეშინოდა კალათბურთში თავისი მომავლის გამო, თუმცა ბარსელონაში ჩატარებული ოპერაციისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზეა და მისი მიზანია, კიდევ „მინიმუმ ორი სეზონი“ ითამაშოს.
„რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობდი. მეგონა, რომ კალათბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი. მაგრამ შემდეგ გამოკვლევები ჩავიტარე და ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა. ოპერაცია კი ბარსელონის ერთ-ერთმა საუკეთესო ქირურგმა გამიკეთა. იმედი მაქვს, კიდევ ორი სეზონი ვითამაშებ.
რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ის ხანგრძლივი იყო. მაისის დასაწყისიდან თითქმის ვერ ვახერხებდი ვარჯიშს. შემდეგ, სეზონისთვის მზადება ჯერ ინდივიდუალურად, შემდეგ კი ეტაპობრივად გუნდთან ერთად დავიწყე. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ.
ეს კარგი ლიგაა, კარგი გუნდებითა და მოთამაშეებით. ოთხშაბათს ჩვენს პირველ თამაშს ვატარებთ სანტიაგო მარტინზე და უნდა ვეცადოთ, რომ კარგად ვითამაშოთ, რათა პირველი ორი გამარჯვება მოვიპოვოთ, რაც წლის იდეალური დასაწყისი იქნებოდა”.
- აღნიშნა შერმადინმა.