მარკო როსის ათავისუფლებენ? - რა ხდება უნგრეთის ნაკრებში
უნგრეთის ნაკრებში, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდი რამდენიმე დღეში დაუპირისპირდება, შესაძლოა მწვრთნელი შეიცვალოს. ამის შესახებ ადგილობრივი სპორტული გამოცემები წერენ.
„ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინასთან მარცხის შემდეგ (0:1) უნგრეთის ნაკრების მწვრთნელის, მარკო როსის მომავალი კითხვის ქვეშ დადგა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემთხვევაში მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ.
მეორე ტურის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა და ჯერჯერობით მარკო როსი მთავარი მწვრთნელის პოსტს ინარჩუნებს. მედიაში ვრცელდება იტალიელი სპეციალისტის სავარაუდოდ შემცვლელის ვინაობაც. ეს არის 52 წლის სერგეი რებროვი, რომელსაც 2023-2026 წლებში უკრაინის ნაკრებში უმუშავია და ამ თანამდებობაზე ის ანდრეა მალდერამ შეცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ რებროვი უნგრულ ფეხბურთს კარგად იცნობს - 2018-2021 წლებში ის „ფერენცვაროშს“ წვრთნიდა და ზედიზედ სამჯერ ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.
უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ საკითხზე საგანგებო მიმართვაც გაავრცელა: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ცნობილი სპეციალისტები უნგრეთის ნაკრების გაწვრთნით ინტერესდებიან, თუმცა ფედერაცია ამ საკითხზე ვინმესთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“.
აქვე გეტყვით, რომ უნგრეთი-საქართველოს მატჩი 2 ოქტომბერს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.