რონალდუ ტრავმირებულია? - რონალდუს ნაკრებში არ უვარჯიშია
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები შვედეთის ქალაქ მალმიოში ვარჯიშობს და ხუთშაბათს დანიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ფარგლებში გაიმართება.
ვარჯიშზე მთავარი სიახლე კრიშტიანუ რონალდუს არყოფნა იყო. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მედიისთვის გახსნილი 15-წუთიანი სესიის განმავლობაში მოედანზე არ ივარჯიშა. ასევე არ გამოჩენილან ჟოაუ ფელიქსი და ფრანსიშკუ კონსეისაუ.
„იუვენტუსის“ გარემარბმა ფიზიკური პრობლემის გამო ორშაბათის ვარჯიშიც გამოტოვა, თუმცა რონალდუსა და „ალ-ნასრის“ სხვა ფეხბურთელის არყოფნის მიზეზებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კრიშტიანუ ვარჯიშის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე სავარჯიშო ფორმით მოედანზე გამოვიდა.
ამ პერიოდში პორტუგალიის ნაკრების 22 ფეხბურთელი ვარჯიშობდა. მოთამაშეებმა ტრადიციული გახურებისა და კუნთების გააქტიურების ვარჯიშები ორ ჯგუფად დაყოფილებმა შეასრულეს.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური წყაროს ცნობით, ვარჯიშზე არყოფნასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვარჯიშის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.