საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„მოგება გვინდოდა, მაგრამ...“ - უკრაინელი ფეხბურთელის კომენტარი

უეფას ერთა ლიგის 2026 წლის სეზონის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, მაქსიმ ხლანმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ხლანმა:

გილოცავ დებიუტს. გაგვიზიარე ემოციები და შთაბეჭდილებები ასეთი მატჩის შემდეგ. რა გამოვიდა და რა – არა?

დიდი მადლობა. ჩემთვის ეს დაუჯერებელი დღეა. თუმცა ორგვარი განცდა მაქვს, რადგან ვერ მოვიგეთ. მიუხედავად ამისა, მირჩევნია ჩემს დებიუტზე ვკონცენტრირდე, რათა უფრო პოზიტიურ განწყობაზე დავრჩე. როგორც ყველამ იცის, ჩვენ ვცდილობთ თითოეული თამაში მოვიგოთ. ვცადეთ, მოვინდომეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. საქართველო კარგად იცავდა თავს, ამიტომ შეგვიძლია ბედნიერებიც ვიყოთ. ასე რომ, წინ მივიწევთ.

გრძნობდი, რომ დღეს ითამაშებდი? და როდის გაიგე, რომ დღეს მოედანზე გახვიდოდი? თავად რამდენად ხარ კმაყოფილი შენი დებიუტით?

უნგრეთთან თამაშის შემდეგ მწვრთნელმა დამიძახა, ვისაუბრეთ ამაზე და მითხრა: „შემდეგ მატჩში ითამაშებ“. უკვე ორი დღეა ვემზადებოდი – მორალურადაც და ფიზიკურადაც. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამიტომ მადლობას ვუხდი გუნდს და ჩემს ოჯახს მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბედნიერი ვარ. მაგრამ მეორე მხრივ, საწყენია, რომ მოგება ვერ შევძელით.

რა დავალებები ჰქონდა მწვრთნელს კონკრეტულად შენთვის?

უფრო მეტად ტაქტიკური, თუ როგორ უნდა მემოქმედა მოედანზე. არ მინდა ყველაფერი გავამჟღავნო, მაგრამ მითხრა, რომ ჩემი თამაში მეჩვენებინა, ჩემი საუკეთესო თვისებები გამომეყენებინა და ტაქტიკა დამეცვა.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 1 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა ჩრდ. ირლანდიასა და უნგრეთის მატჩის შემდეგ, რომელიც ცოტა ხანში გაიმართება, შესაძლოა, მდგომარეობა შეიცვალოს. პირველ ადგილზე კი 4 ქულით უკრაინაა.

აქვე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც 5 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო - უკრაინა | ვინ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე
საქართველო - უკრაინა | ვინ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე