საქართველო - უკრაინა | ვინ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე
უეფას ერთა ლიგის 2026 წლის სეზონის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტატისტიკურმა პორტალებმა, Flashscore-მა და Sofascore-მა ფეხბურთელების თამაში შეაფასეს და საუკეთესო მოთამაშეც გამოავლინეს.
Sofascore-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრებში ყველაზე მაღალი შეფასება - 7.4 ქულა გიორგი ჩაკვეტაძემ მიიღო, 7.2 ქულა ჰქონდათ ლაშა დვალს და გიორგი წიტაიშვილს, ხვიჩა კვარაცხელიას 7.1, ყველაზე დაბალი შეფასება კი გიორგი მიქაუტაძემ მიიღო - 6.5. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი 7.7 ქულით უკრაინელთა მცველი, ედუარდ სარაპი გახდა.
რაც შეეხება Flashscore-ს საქართველოდან ყველაზე მაღალი შეფასება - 7.1 ქულა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, ყველაზე დაბალი - 6.0 გიორგი ქოჩორაშვილმა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი 7.6 ქულით ანატოლი ტრუბინი გახდა.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 1 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა ჩრდ. ირლანდიასა და უნგრეთის მატჩის შემდეგ, რომელიც ცოტა ხანში გაიმართება, შესაძლოა, მდგომარეობა შეიცვალოს.
აქვე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც 5 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.