4 ტაიმი გოლის გარეშე - საქართველო უკრაინას დაუზავდა
უეფას ერთა ლიგის 2026 წლის სეზონის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
რამაზ სვანაძის გუნდს რამდენჯერმე შეეძლო დაწინაურება, თუმცა სამწუხაროდ, ფაქტობრივად 4 ტაიმია ქართველი ფეხბურთელები გოლის გატანას ვერ ახერხებენ. დღევანდელ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა 6-ჯერ შეძლო მეტოქის კარში ზუსტად დარტყმა, მაგრამ ყველა შემთხვევაში უკრაინელთა მეკარე, ანატოლი ტრუბინი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა, რამაც სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები გამოიწვია. იმ დროს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თანამდებობა დატოვა და მის მაგივრად მთავარ მწვრთნელად რამაზ სვანაძე დაინიშნა, რომელსაც დებიუტი დღეს ჰქონდა.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 1 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა ჩრდ. ირლანდიასა და უნგრეთის მატჩის შემდეგ, რომელიც ცოტა ხანში გაიმართება, შესაძლოა, მდგომარეობა შეიცვალოს.
აქვე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც 5 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ჩრდ. ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.