ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ვილიმ რესურსი ამოწურა, ხვიჩა არასწორ პოზიციაზე ათამაშა“ - ინტერვიუ გელა კეტაშვილთან

ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:1) განცდილმა მოულოდნელმა საშინაო მარცხმა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ახლა უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის მიმართ გულშემატკივართა მხრიდან უკმაყოფილება გაზარდა, თუმცა მაინც ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ვილი სანიოლს დაკავებული თანამდებობიდან ახლა, ტურნირის სტარტზევე გაანთავისუფლებდნენ. ნებისმიერი სანაკრებო მატჩის დასრულების შემდეგ, ყოველთვის საინტერესოა ვეტერანი მოთამაშეების მოსაზრებები და ბუნებრივია მათ რიგებს მიეკუთვნება გელა კეტაშვილი. ფეხბურთში ერთადერთმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სანიოლის წასვლის თაობაზე საკმაოდ დამაინტრიგებელი კომენტარი გააკეთა.

გელა კეტაშვილი

დიახ, ჩემი აზრით ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში რესურსი ამოწურა და მისი გაშვება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩშიც კარგად გამოჩნდა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია არასწორ პოზიციაზე დააყენა, რის გამოც ჩვენი გუნდის კაპიტანი მთელი პირველი ტაიმი მოედანზე შეუმჩნეველი იყო.

სანიოლის გადაწყვეტილებამ კვარას თამაშსაც დაღი დაასვა და მის განწყობასაც. ფეხბურთელი ვიყავი და მაგის მეტი რა ვიცი. არასწორ პოზიციაზე დაყენებით ხასიათგაფუჭებული ადამიანი ვერ შექმნის მინდორზე ისეთ ამინდს, როგორსაც მისგან ელიან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პენალტის გაფუჭებაც იმ ფსიქოლოგიური სტრესის გამოძახილი იყო, რომელშიც ხვიჩა იმყოფებოდა.

ღმერთმა ქნას რომ რამაზ სვანაძემ გაცემული ავანსები გაამართლოს. ფაქტია, რომ ის საკმაოდ ჭკვიანი სპეციალისტია და მომავალი გვიჩვენებს, როგორ გაართმევს თავს ამ ურთულეს საქმეს. თუმცა, რაღა მომავალი, კარზეა მომდგარი მატჩები და შევხედოთ რა იქნება. რესურსი აქვს, მაგრამ დაცვის ხაზის ძალიან მეშინია. მემგონი ამით ყველაფერია ნათქვამი და მეტს არაფერს დავამატებ.

იყო თუ არა მიზანშეწონილი პირველი ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გაშვება? მემგონი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან განცდილი მარცხით არ იყო განპირობებული. ჩემი აზრით მისი გაშვება უფრო იმ არასწორ გამონათქვამს უკავშირდება, რომელიც „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კვარაცხელიაზე, ოლისეზე და „ოქროს ბურთზე“ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას, უფრო ზუსტად კი ჯგუფური ეტაპის მსვლელობის დროს, მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მყოფმა ვილი სანიოლმა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ წელს „ოქროს ბურთს“ მისი თანამემამულე მაიკლ ოლისე არ მოიგებს, ნამდვილი უსამართლობა იქნება, რამაც ქართველი გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორი არჩევანია, სვანაძე ამისთვის მზად არის“ - დევდარიანის შეფასება
„სწორი არჩევანია, სვანაძე ამისთვის მზად არის“ - დევდარიანის შეფასება