ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„არა, ილია სკამზე არ დანებებულა“ - გეიჯიმ აზრი შეიცვალა

ჯასტინ გეიჯის სულ რაღაც სამი თვე დასჭირდა, რომ „ილია თოფურია სკამზე დანებდას“ პოზიციიდან „ილია თოფურია სკამზე არ დანებებულა“ ეთქვა.

ამის შესახებ UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა „One Night with Steiny“ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა.

„ილია სკამზე არ დანებებულა. გადაწყვეტილება მისმა მწვრთნელებმა მიიღეს, რადგან ისინი იქ სწორედ მის დასაცავად არიან. ჩემი მწვრთნელებიც იმისთვის არიან ჩემს კუთხეში, რომ მსგავს მომენტებში დამიცვან და ისინიც ასევე მოიქცეოდნენ“,

- განაცხადა გეიჯიმ.

ბრძოლიდან ერთი კვირის შემდეგ ამერიკელის აზრი ამ სიტუაციაზე დიამეტრალურად საპირისპირო იყო.

„არა, ის რევანშს ვერ მიიღებს. შეუძლია სცადოს, მაგრამ რევანში არ იქნება. მან სკამზე მჯდომმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა. ის ორჯერ დანებდა. ორჯერ გავაჩერე. კიდევ რა უნდა გავაკეთო?

უკვე მესამე რაუნდის შემდეგ უნდოდა ბრძოლის გაგრძელებაზე უარის თქმა. თქვენ მშვენივრად იცით, რომ ნამდვილი მებრძოლი არასდროს იტყვის: „მე ვერ ვხედავ“. ასეთი სიტყვების შემდეგ ყველაფერი დასრულებულია. და ის სწორედ ამას მოელოდა. მან უკვე ნათლად მიანიშნა, რაც ხდებოდა, ამის გამეორება აღარ იყო საჭირო“,

-  თქვა „ჰაილაითმა“ მიმდინარე წლის ივნისში ჯო როგანთან ინტერვიუში.

მანამდე ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯისთან დაუყოვნებელ რევანშს მოელის, მაგრამ ამერიკელმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ახალი წლის შემდეგ კარიერა დაასრულოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები