ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„პირველი რაუნდის შემდეგ აღარაფერი მახსოვს“ - გეიჯის პრობლემები

ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას შორის გამართული ბრძოლა ძალიან დიდი ალბათობით UFC-ის ისტორიაში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება ისე შევა. ქართველი მებრძოლის მიერ გაკეთებულმა ბოლო განცხადებამ თითქოს რემატჩის შანსი გააჩინა, მაგრამ მაურისიო რუფისთან არმან ცარუკიანის მოპოვებულმა შთამბეჭდავმა გამარჯვებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი გეიჯი რამდენიმე დღის წინ პოდკასტ Flagrant-ის სტუმარი იყო, სადაც ილიასთან ბრძოლის გახსენება კიდევ ერთხელ თხოვეს და მისგან საინტერესო პასუხი მიიღეს.

ჯასტინ გეიჯი

ილია თოფურიამ თავისი, არარსებული სამყარო შექმნა და თავი დაუმარცხებელ სპორტსმენად მიაჩნდა. ბრძოლების წინა დღეს წვეულებას აწყობდა და გამარჯვებას წინასწარ ზეიმობდა, ხოლო გამარჯვებათა გრაფას ჩხუბების დაწყებამდე აკორექტირებდა. რაც შეეხება ბრძოლას, პირველ რაუნდში ქვემოდან რომ ამოვარტყი და თვალიდან სისხლი წამოუვიდა, გავიფიქრე, რომ ყველაფერი ჩინებულად შევასრულე. სიმართლე გითხრათ, ამ ეპიზოდის შემდეგ მისთვის სახეში აღარ შემიხედავს.

ამ დარტყმის შემდეგ ილიას თვალი დაეხუჭა და სისხლი წამოუვიდა და ამის შემდეგ ბრძოლა საერთოდ აღარ მახსოვს. მეტსაც გეტყვით - მეოთხე რაუნდის შემდეგ კუთხეში რომ ვიჯექი მწვრთნელებს ვეკითხებოდი, ახლა მესამე რაუნდი დასრულდა, თუ მეოთხე-თქო, რა დროსაც თოფურიას კუთხემ ჩხუბი შეწყვიტა და ჩემი მწვრთნელის ყვირილი მომესმა: „მორჩა, ჩვენ გავიმარჯვეთ“.

გაოგნებული ვიყავი და ჩემს თავს ვეკითხებოდი, როგორ მივიყვანე ილია ამ მდგომარეობამდე, რადგან არაფერი მახსოვდა. მეოთხე რაუნდში ილიას ჩხუბსა და მდგომარეობას დასტინ პორიეს კონდიციას შევადარებდი. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ედი ალვარესიც ვერ მიხვდა თავის დროზე როგორ დამაზიანა და მასაც არაფერი ახსოვდა.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯის ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, განაგრძობს კარიერას, თუ აქტიური სპორტიდან წავა. ერთი რამ დანამდვილებით იცის, რომ თუ დარჩება, მისი და მისი მენეჯერის სურვილია ტიტულისთვის არა ისევ ილია თოფურიას, არამედ არმან ცარუკიანს დაუპირისპირდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ წონისთვის ძალიან პატარაა, პედისთან ეს კარგად გამოჩნდება“ | UFC-ის ექს-მებრძოლი ილიაზე
„ამ წონისთვის ძალიან პატარაა, პედისთან ეს კარგად გამოჩნდება“ | UFC-ის ექს-მებრძოლი ილიაზე