რობერტო კარლოსი
Aa
Aa

„აგენტების გამო დანაზოგის 99% დავკარგე“ - კარლოსის რჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელებს

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რობერტო კარლოსმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიმართა და ფინანსური რჩევა მისცა.

„ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე, რა მოხდებოდა, როცა კარიერას დავასრულებდი. იმიჯის შექმნა და გამოყენება ძალიან მნიშველოვანია. კარიერის დასრულების შემდეგ სპორტული დირექტორის ლიცენზია ავიღე და არაერთ ბრენდთან ვთანამშრომლობდი.

გარკვეული ადამიანების გამო ჩემი საბანკო ანგარიშები დაცარიელდა. აგენტებისა და ოჯახური პრობლემების გამო დანაზოგის 99% დავკარგე. შეცდომები დავუშვი და მინდა, რომ ახალგაზრდებმა ეს შეცდომები არ გაიმეორონ“.

ცნობისთვის, რობერტო კარლოსმა „რეალში“ 527 მატჩი, ბრაზილიის ნაკრებში 127 მატჩი ჩაატარა. „სელესაოსთან“ ერთად ის 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, „რეალში“ კი 3 ჩემპიონთა ლიგა და 4 ლა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალვარესი უკვე წარსულია“ - დეკუმ ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
„ალვარესი უკვე წარსულია“ - დეკუმ ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა