დომინიკ სობოსლაი
Aa
Aa

„არ მომწონს, ვარჯიშისთვის დრო არ გვრჩება“ - სობოსლაი ერთა ლიგის ახალ ფორმატზე

„ლივერპულისა” და უნგრეთის ნაკრების ლიდერმა დომინიკ სობოსლაიმ უკრაინასთან მატჩის წინ, პრესასთან ისაუბრა.

უნგრელმა ნახევარმცველმა ერთა ლიგის ახალი ფორმატი დაიწუნა.

„თორმეტ დღეში ოთხი მატჩის ჩატარება გვიწევს: ეს ბევრია მათთვისაც კი, ვინც სამდღიან რიტმს არის მიჩვეული, შემადგენლობაში კი გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებისთვისაც ეს ყოველდღიურობა არ არის. ეს კარგად დაგვანახებს, თუ რა მდგომარეობაში ვართ, ვის რამდენი ძალა აქვს და როგორ გადავიტანთ ამას მოედანზე. ლაპარაკი მარტივია, საქმით ჩვენება კი გაცილებით რთული, თუმცა ეს გრაფიკი არ მომწონს.

ვარჯიშისთვის ბევრი დრო არ გვრჩება, ამიტომ ტაქტიკას მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვუთმობთ. გუნდში ყველა ფეხბურთელმა თავისი მაქსიმუმი უნდა აჩვენოს. შეიძლება ვიღაც თავიდან განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს. ჩვენ ყველა მოთამაშე დაგვჭირდება,“

- განაცხადა სობოსლაიმ.

უნგრეთისა და უკრაინის ნაკრებების მატჩი დღეს 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები