ვილი სანიოლი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვის გარეშე - ჩრდ ირლანდიასთან მატჩის განაცხადს მიღმა 5 მოთამაშე დარჩა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების წინასამატჩი განაცხადი ჩრდ ირლანდიის წინააღმდეგ.

როგორც მოგეხსენებათ, ვილი სანიოლმა 28 ფეხბურთელი გამოიძახა, სამატჩო განაცხადში კი მხოლოდ 23 ხვდება.

ამრიგად, განაცხადს მიღმა დარჩნენ: საბა საზონოვი, გიორგი აბუაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი და საბა ლობჟანიძე.

საზონოვის განაცხადს მიღმა დარჩენა დიდი მოულოდნელობაა, რადგან მის პოზიციაზე მხოლოდ საბა გოგლიჩიძეა, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს.

საქართველო ჩრდ ირლანდიის მატჩი დღეს, 20:00-ზე დაიწყება. შეხვედრა „დინამო არენაზე” გაიმართება.

სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების სრული განაცხადი ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა, საქართველო).

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), საბა ხარებაშვილი (ბაშაქშეჰირი, თურქეთი).

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, საქართველო), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე (რეალ სოლტ ლეიკი, აშშ).

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები