ევლოევი: ვოლკანოვსკის პარტერში როცა მომინდება მაშინ გადავიყვან
მოვსარ ევლოევი მზადაა თავისი უნარები ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ სრულად გამოსცადოს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ქვემსუბუქ წონაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონის პარტერში გადაყვანას ნებისმიერ მომენტში შეძლებს.
„ამ ბანაკში ჩვენ ყველაფერზე ვმუშაობდით. მზად ვართ ბრძოლა დგომში ჩავატაროთ. ის დაგვპირდა, რომ ამ ბრძოლას დგომში წარმართავდა - პრობლემა არაა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, შემიძლია მისი პარტერში გადაყვანა ნებისმიერ მომენტში, როგორც კი მომინდება, და ამის გაკეთება იმდენჯერ შემიძლია, რამდენჯერაც მომესურვება“,
- განაცხადა ინგუშმა მებრძოლმა ბრეტ ოკამოტოსთან ინტერვიუში.
ასევე, ევლოევმა ნათლად მიანიშნა, რომ სატიტულო ორთაბრძოლაში ორგანიზაციაში თავისი პირველი ვადამდელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
„ამაზე საწვრთნელი ბანაკის დაწყებიდანვე ვფიქრობდი და ბრძოლის ვადამდე დასრულების შესაძლებლობას მოვძებნი. საკმარისად კარგი ვარ იმისთვის, რომ ის დავაფინიშო. თუ დავაკაუტებ - ეს ყველაზე მარტივი გამარჯვება იქნება, რადგან მასთან 25-წუთიანი ომის აცილებას შევძლებ. ჩემს პიკზე ვიმყოფები და სატიტულო ბრძოლა სწორ დროს მივიღე“,
- დასძინა პრეტენდენტმა.
ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელსა და ინგუშს შორის სატიტულო ბრძოლა UFC 333-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.