„პროვოკაციები მისი სტრატეგიის ნაწილია“ | პიოტრ იანმა მერაბზე ისაუბრა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. იანს ჰკითხეს, დაუმტკიცა თუ არა მისმა გამარჯვებამ დვალიშვილს, რომ ჩხუბის დაწყებამდე ბევრ ლაპარაკს კარგი არაფერი მოაქვს.
„ვფიქრობ, მის სტრატეგიაში არის ასეთი გეგმა: ყველანაირ ვიდეოს იღებს, მათ აქვეყნებს და ცდილობს წყობიდან გამომიყვანოს, ჩემს ემოციებზე ითამაშოს. ახლა ვხვდები, რომ ეს მხოლოდ პროვოკაციებია.
ჩემი დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი: ცხელი გონება, ცივი გული. როდესაც გალია დაიხურება, როგორც მისი, ისე ჩემი მხრიდან ასპროცენტიანი თავდადება იქნება და ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გამოვა“.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის ტრილოგიას 24 ოქტომბერს ვიხილავთ. მათი ჩხუბი აბუ-დაბიში გასამართი UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა. ღონისძიების მთავარი ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევის დაპირისპირება გახლავთ.