„მსუბუქი წონისთვის პატარაა, ჩემპიონი ვერასოდეს გახდება“ - გეიჯი ილიაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი Flagrant Podcast-ს ესტუმრა, სადაც ილია თოფურიაზე ისაუბრა.
„ილია მსუბუქწონოსანი არაა, ის ქვემსუბუქ წონაში უნდა დაბრუნდეს. ვფიქრობ, მას ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხება შეუძლია.
არა მგონია, რომ თოფურია ოდესმე მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდეს. არმან ცარუკიანს ის ვერ დაამარცხებს, პედი პიმბლეტთანაც გაუჭირდება... ამ წონაში ბევრი ძლიერი ოპონენტია.
რა თქმა უნდა, შერეულ ორთაბრძოლებში იღბალზე და გამართლებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ არაფერია გამორიცხული. ილიას შეიძლება გაუმართლოს, უნარები კი მას საკმარისზე მეტი აქვს. უბრალოდ, ჩემი აზრით, მსუბუქი წონისთვის ის ძალიან პატარაა“.
ცნობისთვის, ჯასტინ გეიჯიმ იანვარში პედი პიმბლეტს მოუგო და დროებითი ჩემპიონი გახდა, ივნისში კი თეთრ სახლში ილია თოფურია დაამარცხა, რის შემდეგაც მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.