„თუ ტიტულს ოდესმე დავიცავ...“ - გეიჯიმ მომავალზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი Flagrant Podcast-ს ესტუმრა, სადაც თავის მომავალზე და მსუბუქ წონაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
„ყველა მეუბნება, რომ არმან ცარუკიანს უნდა ვეჩხუბო, მაგრამ ბევრი ტრავმა მაქვს მოსაშუშებელი. ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. არა მგონია, რომ ვინმესთვის რაიმე მაქვს დასამტკიცებელი. 37 წლის ვარ, პირველად 2008 წელს ვიჩხუბე და კარიერაში სამოყვარულო ბრძოლების ჩათვლის 40 ბრძოლა მქონდა.
ჩემთვის ფული პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა, პირველ ადგილზე ჯანმრთელობაა... წლის ბოლომდე ჩემპიონობით დავტკბები, შემდეგ კი, როდესაც დრო მოვა, გადაწყვეტილებას მივიღებ.
არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. არ იფიქროთ, რომ ცარუკიანთან ჩხუბს ვარიდებ თავს. ეს ასე არაა. თუ ტიტულს ოდესმე დავიცავ, სწორედ არმანთან ვიჩხუბებ. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ იანვარსა და ივნისში ჩატარებულმა ბრძოლებმა ძალიან დამღალა. საბედნიეროდ, პედისაც მოვუგე და ილიასაც, მაგრამ ამაში მაღალი ფასი გადავიხადე და ახლა აღდგენა და ტვინის დასვენება მჭირდება“.
ცნობისთვის, ჯასტინ გეიჯიმ იანვარში პედი პიმბლეტს მოუგო და დროებითი ჩემპიონი გახდა, ივნისში კი თეთრ სახლში ილია თოფურია დაამარცხა, რის შემდეგაც მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.