115 ბრალდებიდან 114 - მანჩესტერ სიტი დამნაშავედ ცნეს
Aa
Aa

115 ბრალდებიდან 114 - მანჩესტერ სიტი დამნაშავედ ცნეს

დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომისიამ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ფინანსური წესების დარღვევასთან დაკავშირებული 115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტაინი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ „სიტი“ დამოუკიდებელი კომისიის გადაწყეტილებას გაასაჩივრებს. ამასთან ერთად, რა სანქციები შეიძლება ამოქმედდეს „სიტის“ წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

რა ბრალდებებზეა საუბარი:

ფინანსური ანგარიშების ზუსტი სახით და დროულად არ წარდგენა (54 შემთხვევა);
ფეხბურთელისთვის/მწვრთნელისთვის გადახდილი კომპენსაციის შესახებ ზუსტი ინფორმაციის არ წარდგენა (14)
უეფას ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევა (5)
პრემიერლიგის მდგრადობის რეგულაციების დარღვევა (7)
პრემიერლიგის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან არ თანამშრომლობა (35).

ცნობისთვის, ინგლისის პრემიერლიგამ „სიტი“ ფინანსური რეგულაციების 115 დარღვევაში 2023 წლის თებერვალში დაადანაშაულა. ლიგის განცხადებით, დარღვევებს 2009-2018 წლებში ჰქონდა ადგილი. 2024 წლის დეკემბერში საქმეზე გამოძიება დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტუხელი: დრო არ მაქვს, რომ ინგლისელებს ბურთის ფლობა ვასწავლო
ტუხელი: დრო არ მაქვს, რომ ინგლისელებს ბურთის ფლობა ვასწავლო