„პენალტი საერთოდ არ უნდა დანიშნულიყო“ - ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელის კომენტარი
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო'ნილმა საქართველოსთან „დინამო არენაზე“ მოგებული მატჩი შეაფასა.
„ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. მათ შესანიშნავად ითამაშეს და ხასიათი აჩვენეს. ძლიერი მეტოქე გვყავდა, ამიტომ სიმტკიცე გვჭირდებოდა. ჩვენს წინააღმდეგ მსაჯის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება უბრალოდ გაუგებარი იყო.
ძმებმა ჩარლზებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. პირსმა რამდენიმე კარგი მოგერიება შემოგვთავაზა, მათ შორის პენალტის ეპიზოდში, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო.
ო'ნილის წინააღმეგ წესები დაირღვა, რამდენიმე წამში კი დენ ბალარდი დაშავდა. ის მომდევნო სამ მატჩში ვერ დაგვეხმარება.
ბოლო მესამედში გაუმჯობესება და მომენტების უკეთესად რეალიზება გვმართებს. ლოგისტიკისა და მეტოქის სიძლიერის თვალსაზრისით ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ.
ახალგაზრდა გუნდი ვართ და სტუმრად მატჩის მოგება, მით უმეტეს ასეთ მეტოქესთან მარტივი არაა. პირველ ტაიმში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და უფრო მეტი მომენტის შექმნაც შეგვეძლო. ეს კარგი სტარტია, თუმცა ჯერ კიდევ 5 მატჩი გვაქვს სათამაშო, მათ შორის კიდევ ერთხელ საქართველოს შევხვდებით და ისევ მძიმე მატჩს ველოდები“.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს შეი ჩარლზმა გაიტანა, მანამდე კი სტუმართა მეკარემ, პირს ჩარლზმა ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი მოიგერია.