ვილი სანიოლი
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით, 20:00-ზე, „დინამო არენაზე“ დაიწყება.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაპირისპირებისთვის ვილი სანიოლის სასტარტო შემადგენლობა ასეთია:

გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხარებაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, გიორგი მიქაუტაძე. 

ცნობისთვის, სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის პერიოდში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართვს. 28 სექტემბერს, „ჯვაროსნები“ უკრაინას უმასპინძლებენ. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ექსელსიორში | Transfermarkt-ზე ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაიზარდა
პირველი ექსელსიორში | Transfermarkt-ზე ეგოიანის საბაზრო ღირებულება გაიზარდა