ბაიერნი იანვარში ოლმოს შეძენას განიხილავს
„ბაიერნი“ იანვარში დანი ოლმოს გაფორმებით არის დაინტერესებული.
მიუნხენელები ახალი შემტევი ნახევარმცველის დამატების შესაძლებლობას განიხილავენ, რაც ჯამალ მუსიალასა და მაიკლ ოლისეს მიმართ სხვა კლუბების მზარდი ინტერესის ფონზე ხდება. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ „ბაიერნი“ დიდი ხნის განმავლობაში იჩენდა ინტერესს ოლმოს მიმართ „ლაიფციგში“ მისი გამოსვლის პერიოდში და განაგრძო ესპანელის პროგრესზე დაკვირვება მის „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგაც.
28 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ ევროდ ფასდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ „ბარსა” ესპანელის სანაცვლოდ მეტს მოითხოვს.
ჯერჯერობით დანი ოლმოსთან დაკავშირებით „ბარსელონას” პოზიცია უცნობია. იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა კატალონიელებმაც იაქტიურონ და ცენტრალური მცველი გაიფორმონ.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში დანიმ 7 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.