კილიან მბაპე, რაფინია დიასი, ფრანკ ლებეფი
Aa
Aa

ლებეფი: მბაპე ამტკიცებს რომ ეგოისტია, სჯობს რაფინიას მიბაძოს

„ჩელსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა და 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფრანკ ლებეფმა, ფორვარდის პოზიციაზე მბაპესა და რაფინიას თამაში შეადარა და კილიანის ეგოისტობას გაუსვა ხაზი.

„ვერავინ იტყვის, რომ რაფინია „ცხრიანის“ პოზიციაზე კილიან მბაპეზე უკეთ თამაშობს, რადგან რაფინია ამ პოზიციაზე პირველად თამაშობს, მბაპე კი მასზე თამაშობს და სტაბილურად გააქვს გოლები უკვე თითქმის 10 წელია.

თუმცა ჩანს, რომ ყველაფერს, რასაც მბაპე მოედანზე აკეთებს, ის საკუთარი თავისთვის აკეთებს, მაშინ როცა რაფინიას შემთხვევაში იგრძნობა, რომ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, გუნდისთვის აკეთებს. პრობლემაც ამაშია.

როდესაც მბაპე ამბობს, რომ „ოქროს ბურთის“ მიღება სურს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. სწორედ ეს მაწუხებს. არასდროს არ უნდა ისაუბრო ასე „ოქროს ბურთზე“. როცა ის მედიაში გამოდის და „ოქროს ბურთის“ მიღების სურვილზე აცხადებს, ეს გამაღიზიანებელია, რადგან მისი კრიტიკოსების სიმართლეს ამტკიცებს. ისინი მას ეგოისტად მიიჩნევენ და ის ამას თავადვე აჩვენებს.

„რეალი“ ცუდად თამაშობს და მატჩებს ვერ იგებს, ის კი მაინც „ოქროს ბურთზე“ საუბრობს. არა, ჯერ მატჩების მოგება და გუნდთან ერთად გოლების გატანა დაიწყოს. თქვი, რომ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდა. საკმარისია „ოქროს ბურთზე“ საუბარი, ის არ არის მნიშვნელოვანი.

ხალხმა შეიძლება თქვას, რომ მშურს, რადგან „ოქროს ბურთი“ არ მიმიღია, მაგრამ ეს ასე არ არის. მე მომწონს კილიან მბაპე, მაგრამ ზოგჯერ პრესასთან მისი კომუნიკაცია მის იმიჯს აზიანებს“,

- განაცხადა ლებეფმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები