„მინდა, რომ ოქროს ბურთი მბაპემ მოიგოს“ - გუტის არჩევანი
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გუტიმ „ოქროს ბურთის“ ფავორიტები დაასახელა. ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება, რომ „ბლანკოსის“ ექსფეხბურთელის რჩეული კილიან მბაპე გახდა.
„ვფიქრობ, ჰარი კეინი, კილიან მბაპე ან როდრი გაიმარჯვებს. მინდა, რომ მბაპემ მოიგოს, იმიტომ რომ ის „რეალის“ ფეხბურთელია.
ფაბიან რუისი იმდენად პოპულარული არაა, თუმცა სხვებზე ნაკლებად ეს ჯილდო არც მან დაიმსახურა. უბრალოდ ის პოპულარობით სხვებს ჩამოუვარდება“.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ბავშვობაში მისი საყვარელი ფეხბურთელი სწორედ გუტი იყო. რამდენიმე წლის წინ ესპანელმა ხვიჩას ხელმოწერილი მაისურიც გაუგზავნა.
აქვე გეტყვით, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში დასახელდება. კარიერაში მესამედ 30 ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.