ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი, უსმან დემბელე
Aa
Aa

„ყველაფერი, რასაც მოედანზე აკეთებს, შთამბეჭდავია“ - ხვიჩა დემბელეზე

„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასა და უსმან დემბელეს ერთობლივი ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელია:

„ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, „ოქროს ბურთს“ უსმანს მივცემდი - იმისთვის, თუ როგორ თამაშობს ის და როგორ ეხმარება გუნდს. დემბელე გუნდის ლიდერი და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ბედნიერები ვართ, რომ ის პსჟ-ის ფეხბურთელია. მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა.

უსმანს ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ ერთი თუ უნდა გამოვარჩიო, ბურთთან ერთად სისწრაფეზე მოძრაობას და ორივე ფეხით თამაშს დავასახელებდი. უსმანი ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია.

ყველაფერი, რასაც ის მოედანზე აკეთებს, შთამბეჭდავია. ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ვეკითხები - ამას როგორ აკეთებს? თუ რომელიმე მომენტის გამორჩევას მთხოვთ, ყველაზე მნიშვნელოვანი „არსენალთან“ ფინალში გატანილი პენალტი იყო. 0:1 ვაგებდით, მან კი ბურთი უშიშრად აიღო და გოლი გაიტანა. სწორედ ამიტომ არის ის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული. ლიგა 1-ში „მარსელსაც“ შესანიშნავი გოლი გაუტანა -  სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და გაოცებული დავრჩი.

ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. უსმანთან თამაში ძალიან მარტივია - ის ყოველთვის მზადაა, დაგეხმაროს. საკმარისია, სივრცე მოძებნო და გაიხსნა, უსმანი მაშინვე მოგძებნის პასით და მეკარესთან პირისპირ დაგტოვებს.

თუ დემბელემ მეორედაც მოიგო „ოქროს ბურთი“, იმავეს ვეტყვი, რაც შარშან ვუთხარი - „პსჟ-ში გადმოვედი, რათა შენ ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი მოგაგებინო“.

ვიცი, რომ დემბელე იმსახურებს „ოქროს ბურთს“ და არ მიმაჩნია, რომ ამ თემაზე ბევრი საუბარია საჭირო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ და გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. უსმანი ჩემთვის სამაგალითოა.

სად დავდებდი სახლში „ოქროს ბურთს“? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. ალბათ, ჩემს შვილს მივცემდი, რომ ითამაშოს. ვარ თუ არა ერთ-ერთი ფავორიტი? 30-კაციან სიაში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან წარმოდგენილები და მათ შორის ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. მინდა, დავრჩე ისეთივე მონდომებული და პარი სენ-ჟერმენთან ერთად უფრო მეტი ტიტული მოვიგო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ...“ - ჩრდ. ირლანდიაში ხვიჩაზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრეს
„კვარა საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ...“ - ჩრდ. ირლანდიაში ხვიჩაზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრეს