„კვარა საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ...“ - ჩრდ. ირლანდიაში ხვიჩაზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრეს
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა, ტერი დელვინმა ერთა ლიგაზე გუნდის მიზნებსა და საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა. 22 წლის ფეხბურთელს, თამაშის შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგზე მოუწევს ასპარეზობა და ჟურნალისტის კითხვაც სწორედ „კვარადონაზე“ იყო მიმართული.
რას ამბობს დელვინი:
„ვფიქრობ, ჩვენი მიზანია ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ცხადია, ერთი საფეხურით მაღლა, B ლიგაში გადასვლა რთული იქნება. იქ კარგი გუნდები არიან, ამიტომ ვფიქრობ, მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ და წინ არსებულ გამოწვევას მომზადებულები შევხვდეთ“.
„კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ მათ სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავთ. არ შეიძლება ერთ ფეხბურთელზე ზედმეტი ფოკუსირება. ისე უნდა ითამაშო, როგორც ჩვეულებრივ თამაშობ. როგორც გუნდმა, უბრალოდ ისე უნდა დავიცვათ თავი, როგორც ჩვეულებრივ ვიცავთ. უბრალოდ უნდა გავიდეთ მოედანზე და, იმედია, გავუმკლავდებით მათგან მომავალ საფრთხეს“.
„მიზანი რა თქმა უნდა, B ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. ნამდვილად არ გინდა, რომ სულ მაღლა და დაბლა ინაცვლებდე. ვფიქრობ, მიზანია ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ დონეზე ასპარეზობა და ევროპის ზოგიერთ წამყვან ნაკრებთან კონკურენცია“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 25 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.