„ამჯერად ნოკაუტი იქნება“ - იანი მერაბის გათიშვას გეგმავს
ზუსტად ერთ თვეში, UFC-ის მოქმედი ჩემპიონი სუპერმსუბუქ წონაში, პიოტრ იანი, გეგმავს დაამტკიცოს, რომ გასულ წელს მერაბ დვალიშვილთან მისი გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა და პრინციპული ტრილოგიის დასკვნით ბრძოლაში ქართველი მებრძოლის ნოკაუტში ჩაგდებას აპირებს.
„ვფიქრობ, ეს არანაკლებ სანახაობრივი და საინტერესო ორთაბრძოლა იქნება და უდავოდ, ამჯერად მინდა საკუთარ თავსაც და სხვებსაც დავუმტკიცო, რომ ეს გამარჯვება შემთხვევითი არ ყოფილა. ამჯერად ნოკაუტი იქნება“,
- განუცხადა რუსმა მებრძოლმა გამოცემა MMA Fighting-ს ინტერვიუში.
იანმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ როგორ აფასებს დივიზიონში მიმდინარე მოვლენებს და ვის ხედავს საჩემპიონო ქამრის შემდეგ პრეტენდენტად.
„ბოლო დროს დივიზიონში მიმდინარე ამბებს ვაკვირდები. სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს. ვიღაცამ მოიგო, ვიღაცამ წააგო. მაგალითად, სონგმა მოიგო, მე კი ის დამარცხებული მყავს. ისტორია კვლავ იმ ბიჭების გარშემო ტრიალებს, რომლებთანაც უკვე მქონდა ბრძოლები. იქ ახალს ვერაფერს ვხედავ, არანაირი ცვლილება. ამიტომ, მზად ვარ ვცემო ყველა და თითოეული მათგანი. მიმაჩნია, რომ ჩემპიონი ბრძოლებს არ ირჩევს - ამისთვის ორგანიზაციაში მატჩმეიქინგი არსებობს. მზად ვარ ნებისმიერთან ვიჩხუბო“,
- შეაჯამა იანმა.
პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის სუპერმსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლას UFC 333-ის ტურნირის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის სტატუსი აქვს, რომელიც 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში გაიმართება.