ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ზუსტად ესაა განსხვავება, სწორედ ამიტომ ვამაყობ“ | სანიოლმა ოქროს ბურთსა და ხვიჩაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაპირისპირებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ფრანგ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელია ახლდა და ერთ-ერთი შეკითხვა „ოქროს ბურთის“ შესახებ დაუსვეს.

„დრო იცვლება, თუმცა ვფიქრობ, რომ არის შემთხვევები, როდესაც წარსული აწმყოზე უკეთესია. იყო დრო, როდესაც ფეხბურთელები ფეხბურთის თამაშს განაგრძობდნენ და „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობის დასახელებას უბრალოდ ელოდებოდნენ. თუ მოიგებდნენ, გაუხარდებოდათ, თუ წააგებდნენ — იმედი გაუცრუვდებოდათ.

ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ბევრი ფეხბურთელის განცხადება ვნახე, რომლებიც ამბობდნენ: „მსოფლიოში საუკეთესო ვარ, მსოფლიოში საუკეთესო ვარ“. ხვიჩას მსგავსი რამ არ უთქვამს და სწორედ ამიტომ, ძალიან ვამაყობ, რომ მისი მთავარი მწვრთნელი ვარ. ზუსტად ესაა განსხვავება. ის მხოლოდ ფანტასტიკური ფეხბურთელი კი არა, ფანტასტიკური ხასიათის მქონე ადამიანია, რომელიც გუნდს ყოველთვის საკუთარ თავზე წინ აყენებს. დარწმუნებული ვარ, ხვალ ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს. ის ჩვენი ლიდერია და როდესაც ხვიჩა კარგადაა, ყველაფერი კარგადაა“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ლამინ იამალი და კილიან მბაპე აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ მსოფლიოში საუკეთესონი არიან და „ოქროს ბურთს“ იმსახურებენ. „კვარას“ მსგავსი არაფერი უთქვამს და როდესაც ჰკითხეს, „ოქროს ბურთს“ ვის მისცემდა, უსმან დემბელე გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს“ - ხვიჩამ ნაკრების კაპიტნობასა და ამბიციებზე ისაუბრა
„წინ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს“ - ხვიჩამ ნაკრების კაპიტნობასა და ამბიციებზე ისაუბრა