„ალვარესი უკვე წარსულია“ - დეკუმ ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ, მადრიდის „ატლეტიკოდან“ ხულიან ალვარესის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.
„ხულიანის ისტორია არანაირად არ უკავშირდება რაფინიას სიტუაციას. ამ სეზონში ჩვენგან წავიდა მოთამაშე, რომელიც პირადად ჩემთვის გამორჩეული „ცხრიანია“ - საუკეთესო „ცხრიანი“, რობერტ ლევანდოვსკი. რობერტმა „ბარსელონასთვის“ ყველაფერი გაიღო, ჩვენ ტიტულები მოვიგეთ, მაგრამ დადგა ცვლილებების დრო, რაც მასაც სჭირდებოდა.
იდეა ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რომ შეგვეძინა მობილური თავდამსხმელი, რომელსაც პარტნიორებთან ურთიერთქმედება შეეძლებოდა და ხულიანი ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი იყო. მაგრამ ამ ტრანსფერის განხორციელება ვერ მოხერხდა: ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ. კლუბი ყოველთვის აცხადებდა, რომ მის გაყიდვას არ აპირებდა, ამიტომ სხვა გამოსავლის მოძებნა მოგვიწია.
გაბრიელ ჟეზუსი ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, რადგან არ ვიცოდით, რა ბედი ეწეოდა მას, მით უმეტეს, რომ ბევრს საუბრობდნენ მისი კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე. და იმ მომენტში, როდესაც მივხვდით, რომ ხულიანის ტრანსფერი შეუძლებელი იყო, დავიწყეთ სხვა ვარიანტების ძებნა და გაბრიელი ჩვენთვის იდეალური გამოსავალი აღმოჩნდა.
ამრიგად, იდეა არ შეცვლილა: ჩვენ იგივე პროფილის მოთამაშის პოვნა გვინდოდა. მაგრამ ხულიანი უკვე წარსულია, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ. ჩვენ დანარჩენი ყველაფრით კმაყოფილები ვართ. ვიმედოვნებ, მასთანაც ყველაფერი კარგადაა, ის ეხმარება თავის კლუბს და, საბოლოო ჯამში, ეს ფეხბურთია. უბრალოდ, არის ხოლმე ბევრი მოლაპარაკება და ბევრი ტრანსფერი, რომლებიც არ გამოდის“,
- თქვა დეკუმ.