„მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“ - მაიკლ ო'ნილი ხვიჩაზე
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო'ნილმა საქართველოსთან „დინამო არენაზე“ მოგებული მატჩის შემდეგ „ჯვაროსნების“ კაპიტანზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„პირველ ტაიმში კვარაცხელიას თავისუფალი როლი ჰქონდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მეტოქეს სახიფათო ზონებში მისთვის ბურთის მიწოდება უჭირდა, რაც ჩვენი მხრიდან კარგად ორგანიზებულ თამაშზე მიუთითებს. ამ მხრივ კარგად ვიმოქმედეთ. მეორე ტაიმში მას უფრო ხშირად ჰქონდა და მისგან მეტი სერიოზული საფრთხეც წამოვიდა.
კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც „ოქროს ბურთზეა“ ნომინირებული. შესაბამისად, აქ ჩამოსვლა და კარის მშრალად შენახვა ჩვენთვის ნამდვილი ბონუსია. გავიმეორებ: საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს, ამიტომ აქ მოგება ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგია“.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს შეი ჩარლზმა გაიტანა, მანამდე კი სტუმართა მეკარემ, პირს ჩარლზმა ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი მოიგერია.