„სამართლიანობამ იზეიმა“ | გოლის ავტორი ჩარლზის კომენტარი საქართველოსთან მატჩზე
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის ახალი სეზონი წაგებით დაიწყო. „ჯვაროსნები“ „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდნენ და მსაჯის მიერ დამატებულ მეცხრე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ — 0:1.
გიორგი მამარდაშვილის კარი ში ჩარლზმა აიღო, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა: „ჩემს ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალება მივეცით, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ.
ჩემი ძმა (პირს ჩარლზი) შესანიშნავი იყო — პენალტი მოიგერია და რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივიც შეასრულა, თუმცა აუცილებელია აღვნიშნო დაცვის ხაზის ბრწყინვალე თამაშიც. ვფიქრობ, სამართლიანობამ იზეიმა. ერთი სული მაქვს, ბელფასტში როდის დავბრუნდები. საქებარი სიტყვები იმ 60 გულშემატკივარს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ“.
შეგახსენებთ, რომ პირს ჩარლზმა ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული პენალტი მოიგერია, მანამდე კი გიორგი მიქაუტაძეს ურთულესი ბურთი აუღო.