„ოქროს ბურთს რამდენიმე წელია ვიმსახურებ“ - იამალის ამბიციური განცხადება
ლამინ იამალი „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება. „ბარსელონასთან“ ერთად ახალგაზრდა ვარსკვლავმა ესპანეთის ლა ლიგა მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი გახდა, ხოლო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 19 წლის ესპანელს მუნდიალზე იმის ნახევარიც კი არ უჩვენებია, რისი გაკეთებაც მოედანზე რეალურად შეუძლია, რის გამოც ინდივიდუალურ აღიარებას ნაკლებად უწინასწარმეტყველებენ და მასზე დიდი ფავორიტები წესით კილიან მბაპე, ხვიჩა კვარაცხელია და ჰარი კეინი უნდა იყვნენ. მომავალ დაჯილდოებასთან და საკუთარ თამაშთან დაკავშირებით „ბარსელონას“ მეათე ნომერმა საინტერესოსთან ერთად, ამბიციური განცხადება გააკეთა.
ლამინ იამალი
თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, გეტყვით, რომ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის დონეზე, არამხოლოდ წელს, არამედ რამდენიმე სეზონია ვთამაშობ. ამას ყველა კარგად ამჩნევს და ხვდებიან, რომ დანარჩენი ფეხბურთელებისგან განსხვავებული ვარ. თუმცა, როდესაც არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ალბათ გადაწყვეტილებას ასეთი ლოგიკით მიიღებენ: „ლამინი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, ის ამ პრიზს მომავალშიც მიიღებს და მოდი ახლა უპირატესობა სხვას მივანიჭოთ“.
მე არ ვჩერდები და ჩემი დევიზია გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ გამარჯვება. დადგება დრო, როდესაც იმის თაობაზე, ვარ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, საერთოდ აღარავინ იკამათებს. გამოჩნდება ხალხი, რომელთაც ვეყვარები და იქნებიან ისეთებიც, რომლებიც იტყვიან: „როგორ მოგვაბეზრა თავი ამ ბიჭმა“, რაც სრულიად ნორმალური იქნება.
ცნობისათვის, ლამინ იამალი ამჟამად სანაკრებო შეკრებაზეა და ესპანეთის ნაკრებთან ერთად უეფას ერთა ლიგის პირველი ტურისთვის ემზადება, სადაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები „უემბლიზე“ ინგლისის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.