მასვიდალი თვლის, რომ ილია საჩემპიონო ბრძოლას ცარუკიანზე მეტად იმსახურებს
გულშემატკივრებში არმან ცარუკიანის პოპულარობისა და მაურისიო რუფისთან მისი შთამბეჭდავი გამარჯვების მიუხედავად, სომეხი მებრძოლის მონაწილეობით სატიტულო ბრძოლა იმაზე მეტ ყურადღებას ვერ მიიქცევს, ვიდრე ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას შორის რემატჩი, - ამაში დარწმუნებულია UFC-ის ნახევრად საშუალო წონის საჩემპიონო ქამრის ყოფილი პრეტენდენტი, ხორხე მასვიდალი.
„არმანთან ბევრი მივარჯიშია და ვფიქრობ, ახლა ის ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს. მაგრამ არის თუ არა ის ილიაზე პოპულარული? არის თუ არა ის ილიაზე პოპულარული თეთრ სახლში გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ? რომელი ბრძოლა მიიქცევს მეტ ყურადღებას - გეიჯი არმანის წინააღმდეგ თუ გეიჯი ილიას წინააღმდეგ 2? ვფიქრობ, ილია კვლავ მეტ ნახვას დააგროვებს“,
- განაცხადა მასვიდალმა ჰენრი სეხუდოსთან საუბარში.
არმან ცარუკიანი და ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის მფლობელობაში არსებული UFC-ის მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მთავარი კანდიდატები არიან და თეორიულად, მათ შეუძლიათ ვაკანტური ტიტული გაითამაშონ, თუ ამერიკელი კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მიიღებს.
გეიჯის ჯერჯერობით თავისი კარიერის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.