ალექსანდრე თოფურია ბრუნდება | ელ კონკისტადორს მექსიკელი მეტოქე ეყოლება
ალექსანდრე თოფურია ბრუნდება. ავტორიტეტულმა ჟურნალისტებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა და გვაუწყეს, რომ „ელ კონკისტადორი“ 21 ნოემბერს იჩხუბებს.
ალექსანდრე კატარში გასამართ ღონისძიებაზე იასპარეზებს. მისი მეტოქე სანტიაგო ლუნა იქნება — 22 წლის მექსიკელი მებრძოლი, რომელსაც კარიერაში ცხრა ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 მოგება და 1 წაგებაა.
თოფურიას დაბრუნების შესახებ მარსელ დორფმა, ალვარო კოლმენერომ და ირატი პრატმა დაწერეს. ამ უკანასკნელის თქმით, ალექსანდრე UFC-ისგან მიღებულ შეთავაზებას დათანხმდა, კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და მოსამზადებელი კემპი დაიწყო.
ცნობისთვის, ლუნას 3 ჩხუბი ნოკაუტით აქვს მოგებული, 4 ორთაბრძოლაში მტკივნეული/მახრჩობელა ილეთით იმარჯვა, ხოლო ერთხელ — მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. რაც შეეხება ალექსანდრეს, თოფურია UFC-ში მესამედ იასპარეზებს. წინა ორ ბრძოლაში მან კოლბი თიქნესსა და ბეკზატ ალმახანს მოუგო.